×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

ლადო გუდიაშვილი იშვიათად მრავალმხრივი ადამიანი იყო: ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ერთხელ ფილმშიც კი ითამაშა.

დაიბადა 1896 წელს თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა ლადო მუსიკის მასწავლებელს მიაბარეს, თუმცა მალევე ექიმთან მიყვანა მოუხდათ - ვიოლინოზე დაკვრისას ემოციებისგან ბავშვს გულის ტკივილები ეწყებოდა. ექიმმა დაადასტურა, მუსიკა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოაო, ამიტომ პატარა ლადომ ახლა ხატვაზე დაიწყო სიარული, მით უფრო, რომ ესეც მშვენივრად გამოსდიოდა.

მერანი

მერანი

ლადო გუდიაშვილი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. სწორედ ამ დროს მიიქცია ექვთიმე თაყაიშვილის ყურადღება. აქედან მოყოლებული ლადო ექვთიმეს ექსპედიციებში დაჰყვებოდა და შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებს სწავლობდა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ხატვის სტილი სწორედ შუასაუკუნეების კედლის მხატვრობას უკავშირდება.

 

ლადო გუდიაშვილის მიერ გადახატული ხახულის ფრესკა.

ლადო გუდიაშვილის მიერ გადახატული ხახულის ფრესკა.

„ილუზიამითიფანტასტიკაქალი - ეს იყო მისი თემებიმას ინდივიდუალური ხედვა ჰქონდა

როგორც პიკასო არ გამოსახავდა რეალურ ადამიანს და ხატავდა ისეროგორც თავად აღიქვამდა

ასევე ლადო გუდიაშვილიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.

ფრესკის ღიმილი

ფრესკის ღიმილი

გუდიაშვილი მთელი ცხოვრება ზღაპარს ხატავდა. ამის ცხადი მაგალითი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტია, რომელიც რეალობისგან ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწეობდა, რაღაცნაირად მოახერხა, საბჭოთა თემები მის მიღმა დარჩენილიყო.

მოცეკვავე გუდიაშვილი

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ლადო გუდიაშვილი შედის იმ დიდ ოთხეულში, რომლითაც მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობა იწყება. თავად გუდიაშვილის გარდა, ამ ოთხეულში შედიან დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი.

თითოე მათგანს გამორჩეული ინდივიდუალობა ჰქონდა და მათ შორის ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილს

ძალიან ეროვნული იყოაბსოლუტურად ჯდება ქართული მხატვრობისფრესკული მხატვრობის ნიშაში და, ამავე დროს, არის ძალიან ევროპულიც

ამ დიდმა ოთხეულმა განათლება საფრნგეთში მიიღოკავშირი ჰქონდათ ევროპის ყველაზე გამორჩეულ მხატვრებთან.

მიუხედავად ამისალადო გუდიაშვილი მაინც იმდენად თვითმყოფადიარომ შეუძლებელია მისი რომელიმე 

ნამუშევარი ნახო და ვერ მიხვდევინ დახატა“, - ამბობს ლელა ოჩიაური.

საფრანგეთში მხატვარი 6 წელი დარჩა, ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინა, მაგრამ 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა.

გულისხმიერი და ძალიან განათლებული ადამიანი იყომშვიდიწყნარიძალიან კარგი იუმორი ჰქონდა... იყო ძალიან არტისტულიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.

ლადო გუდიაშვილი გადაღებულია ფილმში „მზე შემოდგომისა“. ის იქ ეპიზოდურ როლს თამაშობს - სკამიდან ადგება, წაუცეკვებს და ისევ დაჯდება, თუმცა ეს რამდენიმე კადრიც შთამბეჭდავი გამოვიდა.

როდესაც „ქეთო და კოტეს“ იღებდნენ, მსახიობმა გიორგი შავგულიძემ ლადო გუდიაშვილს სთხოვა, ყარაჩოღელების ცეკვა მასწავლეო. ლადომ ცეკვა არა, მაგრამ ასწავლა, როგორ უნდა დამდგარიყო და ტანი როგორ დაეჭირა, ანუ ის პლასტიკა დაანახვა, რომლითაც თავად ხატავდა ყარაჩოღელებს.

შტურმით აღებული გალერეა

1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ, ლადო გუდიაშვილს ქაშუეთის ტაძრის მოხატვა დაავალა. გუდიაშვილმა საკურთხევლის კონქში გამოსახა ღვთისმშობელი ყრმით. ეს ფრესკა დანარჩენი კანონიკური ხატებისგან გამოირჩევა იმით, რომ მასზე გამოსახული ღვთისმშობელი ფერადი და სიცოცხლით სავსეა.

საბჭოთა მთავრობამ ლადო გუდიაშვილს ეკლესიის მოხატვა არ აპატია. პარტიიდან გარიცხეს, ლექციების ჩატარება აუკრძალეს, აღარც მისი გამოფენები იმართებოდა. ასე გაგრძელდა 1957 წლამდე.

საბოლოოდ, ნება მისცეს გამოფენა მოეწყომაგრამ წინა საღამოს ცენზურამ დაათვალიერა ნახატები და ისევ აკრძალამაშინდელი აკადემიის სტუდენტები - ლევან ცუცქირიძედიმა ერისთავიზურაბ ნიჟარაძე... ეს თაობა - აქტიურად იყვნენ ჩართულები გამოფენის მოწყობაშიმთელი ღამე გალერეასთან გაათიესრომ ნახატები არავის ჩამოეხსნადილით კი ძალით შეიჭრნენ შენობაში და ხალხიც შეიყვანესრომ მათ გამოფენის გაცნობის საშუალება ჰქონოდათ“, - ამბობს ნინო ხუნდაძე და დასძენს, რომ უკვე მაშინ გამოფენაზე მხატვრის 800 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ლოჟაში

ლოჟაში

მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ მხატვარს ისევ წყალობის თვალით გადმოხედა. მას უამრავი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. გარდაიცვალა 1980 წლის ივლისში 84 წლის. ლადო გუდიაშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

სტატიის ავტორი წყარო: თეა თოფურია radiotavisupleba.ge, 2021-05-24


კომენტარები